„ლოზანა“, რომელშიც გაბრიელ სიგუა გამოდის, კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე მოხვდა.
შვეიცარიულმა გუნდმა პლეი-ოფის პირველი მატჩი შინ სტამბოლის „ბეშიქთაშთან“ 1:1 დაასრულა, ხოლო სტუმრად მეტოქე 1:0 დაამარცხა.
თურქეთში გამართულ შეხვედრაში ლოზანელებიდან ერთადერთი გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ბატლერ-ოიედეჯიმ გაიტანა. 46-ე წუთზე „ბეშიქთაში“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან უხეშობისთვის უდოუკაი გააძევეს.
თურქეთში გამართულ შეხვედრაში სიგუა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.





