აზაროვი „შახტართან“ ერთად კონფერენს ლიგაშია

0
10

დონეცკის „შახტარი“, სადაც ირაკლი აზაროვი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე გავიდა.
უკრაინულმა გუნდმა პლეი-ოფის პირველი მატჩი თავის მოედანზე შვეიცარიის „სერვეტთან“ 1:1 დაასრულა. საპასუხო შეხვედრის ძირითადი დროც 1:1 დამთავრდა და დამატებითი დრო დაინიშნა, ხოლო 113-ე წუთზე კაუო ელიასმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მანამდე, „სერვეტი“ 53-ე წუთზე ნჯომ დააწინაურა, ხოლო 70-ე წუთზე ანგარიში კევინმა გაათანაბრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი თადარიგში იყო და მოედანზე მე-100 წუთზე შევიდა.
ლაშა თაბაგარი