გიორგი პაპავამ ოკმკ-ს მაისურით უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-20 ტურში ოკმკ-მ „ხორაზმი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.
პაპავამ შეუცვლელად ითამაშა და 72-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, თავით ბურთი კარში გადაგზავნა.
თბილისის „დინამოს“ ექსკაპიტანი ოკმკ-ში მეორე სეზონია გამოდის და წელს 19 მატჩში მეტოქის კარი ორჯერ აიღო. ოკმკ 37 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





