ცოტნე კაპანაძემ „დუნაისკა სტრედას“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი მეორე საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ „ტრენჩინი“ მიიღო და 4:1 დაამარცხა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 74-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, საგოლე გადაცემა რედზიჩს გაუკეთა. ჩვენი ახალგაზრდულის ექსფორვარდი გიორგი გაგუა თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. „დუნაისკა სტრედა“ 8 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





