გაგუას პირველი გოლი „დუნაისკა სტრედაში“

0
21

გიორგი გაგუამ, რომელიც „დუნაისკა სტრედას“ მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. სლოვაკეთის თასის 1/64-ფინალში „დუნაისკ სტრედამ“ სტუმრად ქვედალიგელი „იელკა“ 4:0 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „დუნაისკა სტრედას“ სასტარტოშ მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ ითამაშა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი