ჭანტურიშვილის სადებიუტო გოლი კონფერენს ლიგაში

0
1

ვახტანგ ჭანტურიშვილმა კარიერაში უეფას კონფერენს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა. ჩეხეთის „იაბლონეცმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი გამოდის, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ „რიგასი“ 2:0 დაამარცხა.
ჭანტურიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. მან მე-18 წუთზე ზორვანის გადაცემის მერე, საჯარიმოში მცველს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 33 წლის ქართველმა ლეგიოენრმა ევროთასებზე მეორე გოლი მიითვალა – პირველად თავი 2018-2019 წლების სეზონში ტრნავის „სპარტაკის“ შემადგენლობაში ევროპა ლიგაში გამოიჩინა. 53-ე წუთზე ჩეხებიდან  სტუმართა კარი პოლიდარმა აიღო.
„რიგასის“ სასტარტოში ლაშა ოდიშარიამ ითამაშა, რომელმაც მოედანი 89-ე წუთზე დატოვა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი რიგაში 13 აგვისტოს შედგება.
ლაშა თაბაგარი