„დუნაისკა სტრედა“, რომელშიც მცველი ცოტნე კაპანაძე და ფორვარდი გიორგი გაგუა გამოდიან, უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდების ენსხედეს „ტვენტესთან“ 0:6 განადგურდა.
ორივე ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა – კაპანაძე არ შეუცვლიათ, ხოლო გაგუამ მოედანი 88-ე წუთზე დატოვა. „ტვენტემ“ შესვენებამდე მეტოქის ორი გოლი გაუტანა, ხოლო მეორე ტაიმში „დუნაისკა სტრედას“ კარი ოთხჯერ აიღო.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა სლოვაკეთში 13 აგვისტოს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





