„ხეტაფეში“ საზონოვის დებიუტი შედგა

0
0

საბა საზონოვმა ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ „ხეტაფეში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „ხეტაფე“ საფრანგეთის „მონაკოს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და შეცვალზე 46-ე წუთზე შევიდა. 24 წლის ფეხბურთელი „ხეტაფეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა იტალიის „ტორინომ“ საზონოვი 2023 წელს მოსკოვის „დინამოდან“ სამ მილიონ ევროდ შეიძინა. თუმცა, ტურინულ გუნდში საბას კარიერა არ აეწყო. მან „ტორინოში“ 13-ჯერ ითამაშა და სასტარტო შემადგენლობაში ერთხელ მოხვდა. 2024 წელს „ტორინომ“ საზონოვი „ემპოლიში“ გაანათხოვრა, სადაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და მთელი სეზონი გამოტოვა.
შარშან ზაფხულს 24 წლის ფეხბურთელს „ხეტაფეში“ ანათხოვრებდნენ, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ამის შემდეგ, „ტორინოს“ ხელმძღვანელებმა ქართველი გუნდის განაცხადში არ შეიყვანეს და ის მხოლოდ ვარჯიშობდა.
ლაშა თაბაგარი