ქოჩორაშვილის დებიუტი პორტუგალიის ჩემპიონატში შედგა

0
13

გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში „კაზა პიასთან“ შედგა. ლისაბონის „სპორტინგმა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ზაფხულში შეუერთდა, პირველ ტურში სტუმრად „კაზა პია“ 2:0 დაამარცხა. ქოჩორაშვილი თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო.
პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონიდან ანგარიში 42-ე წუთზე ტრინკაომ გახსნა, ხოლო 62-ე წუთზე მასპინძლების კარი  ჰიულმანდმა აიღო. 87-ე წუთზე ქოჩორაშვილს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთი კარის ხაზზე მდგომმა მცველმა მოიგერია.
ლაშა თაბაგარი