„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი ამ ზაფხულს გადავიდა, სეზონის სტარტზე გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ამჯერად, ნიურნბერგელები შინ „დარმშტადთან“ უქულოდ დარჩნენ – 0:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ისევ შეუცვლელად ითამაშა და 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე კორედომ გაიტანა. უქულო „ნიურნბერგი“ 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





