საბა მამაცაშვილი მიმდინარე სეზონს შვედეთის რანგით მეორე დივიზიონის „კალმარში“ დაასრულებს. უმაღლესი დივიზიონის ბინადარმა „სირიუსმა“, რომელსაც 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბი შარშან შეუერთდა, მამაცაშვილი იჯარით გაუშვა.
22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „სირიუსის“ მაისურით შვედეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





