ლატვიის „რიგასი“, რომელშიც ლაშა ოდიშარია თამაშობს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ ფინეთის კუპს-თან 1“2 დამარცხდა.
მასპინძლების განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბი ლაშა ოდიშარია არ იყო. ფინელები მე-14 წუთზე ოქსანენმა დააწინაურა, ხოლო ათ წუთში რიგელების კარი ტურემ აიღო. 61-ე წუთზე ლატვიელებიდან თავი დიეჰიოუმ გამოიჩინა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 14 აგვისტოს ფინეთში გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





