Bild: „ჰამბურგი“ გოჩოლეიშვილს იმატებს

0
33

გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში წელს დაბრუნებული „ჰამბურგი“ დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით გიორგი გოჩოლეიშვილს იმატებს. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild იუწყება.
გოჩოლეიშვილი უკვე გერმანიაშია და თუ სამედიცინო შემოწმებას წარმატებით გაივლის, გუნდთან ერთად შეკრებაზე ესპანეთის ქალაქ მალიორკაში გაემგზავრება. „ჰამბურგი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველის ერთწლიანი იჯარით აყვანას აპირებს, რომლის ამოწურვის შემდეგ, გამორიცხული არაა ქართველი „შახტარიდან“ გამოისყიდოს.
Bild-ის ინფორმაციით, “ჰამბურგი” უილიამ მიკელბრენცისს ან სილვან ჰეტაფის გაყიდის, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ადგილი გოჩოლეიშვილს ადგილი გაუთავისუფლოს.
ლაშა თაბაგარი