ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ალმათის „ქაირათთან“ დამარცხდა, სადაც მცველი ლუკა გადრანი და შემტევი ნახევარმცველი გიორგი ზარია გამოდიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სლოვაკეთის ჩემპიონის რიგებში შეუცვლელად ითამაშა. „ქაირათში“ არცერთ ქართველს უასპარეზია – გადრანი თადარიგში იყო, ხოლო ზარია განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან წინა მატჩში მეტოქე ფეხბურთელთან ჩხუბისთვის სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე სატპაევმა გაიტანა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ბრატისლავაში 12 აგვისტოს შედგება.
ლაშა თაბაგარი





