იტალიის სერია A-ში მოასპარეზე „უდინეზემ“ საბა გოგლიჩიძე წარადგინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა უდინელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მის სანაცვლოდ „ემპოლიმ“ 4 მილიონი ევრო მიიღო.
გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“გადავიდა და 2023-2024 წლების სეზონის მეორე ნახევარში არ უთამაშია.
2024-2025 წლების სეზონში მან ტოსკანელთა მაისურით ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის თასზე 3 შეხვედრა გამართა.
ლაშა თაბაგარი





