ლუკა იოვიჩი საბერძნეთის ჩემპიონატში ითამაშებს

0
16

ათენის აეკ-მა თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი „მილანიდან“ შეიძინა. 27 წლის სერბი თავდამსხმელი იტალიურ გრანდში 2023 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 47 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
მან კარიერა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ დაიწყო, რის შემდეგ ლისაბონის „ბენფიკაში“ გადავიდა. პორტუგალიური გუნდიდან იოვიჩმა ფრანკფურტის „აინტრახტს“ მიაშურა, სადაც ჯერჯერობით კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა. მან გერმანულ გუნდში ორი სეზონი განმავლობაში 75-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 36-ჯერ აიღო.
2019 წელს მადრიდის „რეალმა“ იოვიჩი „აინტრახტიდან“ 60 მილიონ ევროს შეიძინა, მაგრამ სერბეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა გაცემული ავანსი ვერ გაამართლა. იოვიჩმა „რეალში“ გატარებული 3 სეზონის მანძილზე 51 შეხვედრაში მხოლოდ 3 ბურთი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი