საფეხბურთო კლუბ „გაგრას: ორი ახალწვეული ჰყავს – ბრაზილიელი მცველი კლუადინეი დავი და ფორვარდი დავით მუჯირი.
„აფეხბურთო კლუბ „გაგრას“ შემადგენლობას ბრაზილიელი მარჯვენა მცველი კლაუდინეი დავი შეუერთდა. დავი ჩვენს გუნდში 2023 წლის სეზონშიც ასპარეზობდა, სადაც 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანაც მოახერხა.
საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ შემადგენლობას 26 წლის თავდამსხმელი დავით მუჯირი დაემატა. ის ბოლოს წყალტუბოს „სამგურალის“ რიგებში ასპარეზობდა“- იუწყება გაგრელთა პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი





