წიტაიშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს

0
19

გიორგი წიტაიშვილი მომდევნო სეზონს საფრანგეთის ლიგა 1-ში გაატარებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის გარემარბმა წელს ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებულ „მეცთან“ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.
განვლილ სეზონში წიტაიშვილმა „გრანადას“ მაისურით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ის „მეცის“ ისტორიაში მეორე ქართველი ლეგიონერია. მანამდე, ამ გუნდში საუცხოო სეზონები გიორგი მიქაუტაძემ ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი