გორის „დილამ“ კონფერენს ლიგაში წარმატებული სტარტი აიღო. იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილები პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ლუქსემბურგის „რასინგს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებიდან ანგარიში 52-ე წუთზე შტოლცმა გახსნა. მე-60 წუთზე ნახევარმცველმა ალექსანდე ანდრონიკაშვილმა დაახლოებით 26-27 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და საპასუხო ბურთი გაიტანა. 78-ე წუთზე ოთარ ფარულავამ კუთხური ჩააწოდა და განელმა შუახაზელმა სირილ ედუძიმ თავით გაიტანა – 1:2.
„დილა“ საპასუხო შეხვედრას 17 ივლისს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
„რასინგ უნიონი“ (ლუქსემბურგი) – „დილა“ (გორი) 1:1
10 ივლისი. ლუქსემბურგი. „სტად აჰილ ჰომერეი“.
„რასინგ უნიონი“: რუფიე, სოუ, მაბანზა, კადა, ლესქოუ, შტოლცი, ფრეირე, იკენე(კ) (მონგე, 74), გომეში (საბანი, 80), აზონგი (დაუდი, 68), მაზიე.
მთავარი მწვრთნელი: იანიკ კაკოკო.
„დილა“: კერესელიძე, კიკაბიძე (ჩაბრაძე, 65), ეტოუ (კ), ჟოაუ არაუჟო, რუხაძე, ფარულავა (ტიბუე, 89), ანდრონიკაშვილი (კობახიძე, 89), კონტე, დრამე (ედუძი, 65), ბასინგა, შეყილაძე.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო ლონგო.
გოლები: 1:0 შტოლცი (52), 1:1 ანდრონიკაშვილი (60), 1:2 ედუძი (78)
გაფრთხილება: დრამე (33), ჟოაუ არაუჟო (51), ანდრონიკაშვილი (52)
მთავარი მსაჯი: ს.გალია (გიბრალტარი)
ლაშა თაბაგარი





