ბერგამოს „ატალანტას“ სათავეში ივან იურიჩი ჩაუდგა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. მან ჯან პიერო გასპერინი შეცვალა, რომელიც სათავეში „რომას“ ჩაუდგა.
49 წლის ხორვატმა სპეციალისტმა ბერგამოელებთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ის გასულ სეზონში პრემიერლიგიდან გავარდნილ „საუთჰემპტონში“ მუშაობდა, რომლიდან მარტის დასაწყისში დაითხოვეს.
მანამდე, იურიჩი „რომას“. “მანტოვას”, “კროტონეს”, “ჯენოას”, “ვერონას” და “ტორინოს” ავარჯიშებდა.
განვლილ სეზონში „ატალანტამ“ 74 ქულით ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





