ანგე პოსტეკოღლუ ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
59 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი გუნდს 2023 წლიდან ავარჯიშებდა. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპა ლიგა მოიგო – ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:0 დაამარცხა. ლონდონელები 2008 წლის შემდეგ პირველ ჯილდოს დაეუფლნენ – მაშინ ინგლისის ლიგის თასი აიღეს.
არსებობის ისტორიაში „ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგა/უეფას თასი მესამედ მოიგო. მანამდე, ლონდონელებმა ამ ტურნირში 1972 და 1984 წლებში გაიმარჯვა. 1963 წელს “დეზებიანმა მამლებმა” თასების თასი მოიგეს.
2024-2025 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში „ტოტენჰემმა“ 20 გუნდში მე-17 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი
