მადრიდის „რეალმა“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
26 წლის ფეხბურთელმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ინგლისელი მარჯვენა მცველი გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შეუერთდება, რომელიც 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 354 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. მან მერსისაიდელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა 2-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერთასი თითოჯერ, ხოლო ინგლისის ლიგის თასი ორჯერ მოიგო. გარდა ამისა, მან „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგას და უეფას სუპერთასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი




