„ლივერპულმა“ ლევერკუზენის „ბაიერიდან“ მარჯვენა მცველი ჯერემი ფრიმპონგი შეიძინა. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მერსისაიდელებთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე გააფორმა.
24 წლის ფრიმპონგის სანაცვლოდ „ბაიერმა“ 40 მილიონი ევრო გადაიხადა. ფრიმპონგი „ბაიერში“ 2021 წლიდან გამოდიოდა. მან გასულ სეზონში ლევერკუზენელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 48 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი




