გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში „ოქროს“ დუბლი მოიგო.
დანიის ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, „კოპენჰაგენი“ თასს დაეუფლა. გოჩოლეიშვილის გუნდმა ფინალში „სილკებორგს“ 3:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. გასულ სეზონში, გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ დონეცკის „შახტარმა“ გაანათხოვრა. მას იჯარის ვადა ამოეწურა და ჯერ უცნობია კარიერას სად გააგრძელებს.
ლაშა თაბაგარი
