„მილანს“ მასიმილიანო ალეგრი გაწვრთნის

0
13

“მილანის” ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა პორტუგალიელი სერჟიო კონსეისაუ შეცვალა, რომელიც გუნდს 2024 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებდა. 57 წლის ალეგრიმ “მილანთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ხელფასი წელიწადში 5 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, ალეგრი “მილანს” 2010 – 2014 წლებში წვრთნიდა და გუნდს იტალიის ჩემპიონატთან ერთად, სუპერთასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი