არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი გარემარბი ანხელ დი მარია მშობლიურ „როსარიო სენტრალში“ დაბრუნდა. მან ამის შესახებ თავად განაცხადა.
37 წლის ფეხბურთელს ლისაბონის „ბენფიკასთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და „როსარიოს“ 18-წლიანი პაუზის შემდეგ მიაშურა. მას არგენტინულ კლუბში გადასვლა 2024 წელს შეეძლო, მაგრამ ტრანსფერი მოთამაშისა და ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ზარების გამო არ შედგა.
დი მარიამ 2024-2025 წლების სეზონში „ბენფიკას“ მაისურით ყველა ტურნირში 40-ჯერ ითამაშა და 15 გოლის გატანის გარდა, 10 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
