საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და „ლივერპულის“ ყოფილი მცველი მამადუ სახო ქუთაისის „ტორპედოს“ დაემშვიდობა. ამის შესახებ რიონისპირელთა პრესსამსახური იუწყება.
სახო „ტორპედოში“ შარშან ჩაირიცხ და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გასულ სეზონში 11-ჯერ ითამაშა, ხოლო წელს – 6-ჯერ.
„ტორპედოში” მისვლისას მსურდა მესაუბრა გუნდთან, გამეზიარებინა გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახი საქართველოში იყო, შვილები სკოლაში აქ დადიოდნენ. მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვუსურვო კლუბს, გუნდელებს. მადლობა ფანებს, მადლობა კლუბს ყველაფრისთვის. დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ. იმ დღეს, როცა “ტორპედო” ქვეყნის ჩემპიონი გახდება, აუცილებლად ჩამოვალ და აქ ვიქნები“ – იუწყება სახოს ნათქვამს „ტორპედოს“ პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი





