ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ერთა ლიგის “ოთხთა ფინალისთვის” შემადგენლობა დაასახელა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დევიდ რაია (არსენალი, ინგლისი), ალექს რემირო (სოსიედადი).
მცველები: პედრო პორო (ტოტენჰემი, ინგლისი), ოსკარ მინგესა (სელტა), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰუისენი (ბორნმუთი, ინგლისი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი, გერმანია), მარკ კუკურელია (ჩელსი, ინგლისი), დანი ვივიანი (ბილბაო).
ნახევარმცველები: მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), ფაბიან რუისი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), მიკელ მერინო (არსენალი, ინგლისი), პედრი (ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილირეალი), გავი (ბარსელონა), ისკო (ბეტისი), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა).
თავდამსხმელები: ალვარო მორატა (გალათასარაი, თურქეთი), ლამინ იამალი (ბარსელონა), დანი ოლმო (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (ვილიარეალი), სამუ ომოროდიონი (პორტუ, პორტუგალია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი).
5 ივნისს ერთა ლიგის ნახევარფინალში გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ესპანეთის საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ერთი დღით ადრე მიუნხენში გერმანია პორტუგალიას უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში საქართველოსთან, თურქეთთან და ბულგარეთთან ერთად ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





