ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარი არ მიიწვია

0
29

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უახლოესი შეხვედრებისთვის შემადგენლობა გამოაცხადა.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ალისონი („ლივერპული“), ბენტო („ალ ნასრი“), უგო სოუზა („კორინთიანსი“).
მცველები: ალექს სანდრო, დანილო, ლეო ორტიზი, უესლი („ფლამენგო“), ალექსანდრო („ლილი“), ლუკას ბერალდო, მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“), კარლოს აუგუსტო („ინტერი“), ვანდერსონი („მონაკო“).
ნახევარმცველები: ანდრეას პერეირა („ფულემი“), ანდრეი სანტოსი („სტრასბურგი“), ბრუნო გიმარაეში („ნიუკასლი“), კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“), ედერსონი („ატალანტა“), გერსონი („ფლამენგო“).
თავდამსხმელები: ანტონი („ბეტისი“), ესტევაო („პალმეირასი“), გაბრიელ მარტინელი („არსენალი“), მატიას კუნია („ვულვზი“), რაფინია („ბარსელონა“), რიშარლისონი („ტოტენჰემი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“).
ანჩელოტიმ ნეიმარი არ გამოიძახა, მაგრამ ერთწლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებს კაზემირო დაუბრუნდათ.
ბრაზილია 6 ივნისს სტუმრად ეკვადორს შეხვდება, ხოლო 11 ივნისს პარაგვაის მიიღებს. “სელესაო” 21 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი