კილიან მბაპემ „ოქროს ბუცი“ მოიგო

0
14

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ 2024-2025 წლების სეზონის „ოქროს ბუცი“ მოიგო. ეს ჯილდო უეფაში შემავალი ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. თითოეული მოთამაშის საბოლოო შედეგი მისი მიერ გატანილი გოლების ჩემპიონატის სირთულის შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლებით ირკვევა.
ფრანგმა თავდამსხმელმა ლა ლიგის 34 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 62 ქულა დააგროვა, რადგან ესპანეთის ჩემპიონატის სირთულის კოეფიციაენტია – 2.
მეორე ადგილზე ლისაბონის „სპორტინგის“ შვედი ფორვარდი ვიქტორ დიოკერეში გავიდა, რომელმაც 39 ბურთი შეაგდო, მაგრამ პორტუგალიის ჩემპიონატის შედარებით დაბალი სირთულის კოეფიციენტის (1,5) გამო საბოლოოდ 58,5 ქულა მიიღო.
მბაპემ კარიერაში „ოქროს ბუცი“ პირველად მოიგო. ის „რეალის“ მესამე ფეხბურთელია. რომელიც ამ ჯილდოს დაეუფლა. მანამდე, „ოქროს ბუცი“ მექსიკელმა უგო სანჩესმა (1990) და პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ (2011, 2014, 2015) მოიპოვეს.
ლაშა თაბაგარი