რუბენ ამორიმი: „ჩემი აზრით, მეტოქეზე უკეთესი ვიყავით“

0
20

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ რუბენ ამორიმს მიაჩნია, რომ ბილბაოში გამართული ევროპა ლიგის ფინალში „ტოტენჰემთან“ 0:1 წაგების მიუხედავად, მისი გუნდი მეტოქეზე უკეთესი იყო.
„ამ წაგებას უნდა შევეგუოთ. ჩემი აზრით, მეტოქეზე უკეთესი ვიყავით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. გუნდს იდეალურად არ უთამაშია, მაგრამ მოწინააღმდეგეს ვჯობდით. იყო დღეები, როდესაც ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით, მაგრამ დღეს ერთ-ერთი ასეთი დღე არ იყო.
დარწმუნებული ვარ, რომ მე ჯერ კიდევ ის ადამიანი ვარ, უფრო მეტიც, ვიდრე დასაწყისში ვიყავი. ვიცი, რომ მომდევნო სეზონში გულშემატკივრების მოთმინება დიდი არ იქნება, მაგრამ გარანტიას გაძლევთ არ დავნებდები და არ წავალ. საკუთარ თავში მართლაც დარწმუნებული ვარ. ვიცი რა დონის კლუბში ვარ და მისი მწვრთნელობა რას ნიშნავს. ასევე, მესმის ამ გუნდს რა სჭირდება. თუ იტყვიან, რომ მწვრთნელის შეცვლაა საჭირო, მეორე დღეს წავალ. მართლაც თავდაჯერებული ვარ და მზად ვარ ეს სამუშაო გავაგრძელო თუ ხელმძღვანელობა ამას მოინდომებს“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვმს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი