ფლიკმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
17

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 60 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
„ჰანსი ფლიკი „ბარსელონაში“ ისტორიას ქმნის და დარწმუნებული ვართ, რომ ეს შემდეგ სეზონებშიც გაგრძელდება“ – იუწყება ესპანური გრანდის პრესსამსახური.
ფლიკი „ბარსელონას“ სათავეში 2024 წლის მაისში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2024-2025 წლების სეზონში ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ორი მატჩის ჯამში მილანის „ინტერთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი