„მილანი“ უოკერის შენარჩუნებას არ გეგმავს

0
18

„მილანის“ ხელმძღვანელები 34 წლის კაილ უოკერის „მანჩესტერ სიტიდან“ გამოსყიდვას არ გეგმავენ, რის შესახებ Calciomercato იუწყება.
მილანელებმა ინგლისელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის იანვარში იჯარით აიყვანეს და 5 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, უოკერთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებდნენ. თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმა 20 წლის ალეხანდრო ხიმენესის პროგრესის, ასევე უოკერის ხელის ტრავმის გამო იუარეს, რომელმაც მოთამაშეს თავის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა.
მიმდინარე სეზონში უოკერმა, რომელსაც „მილანთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება, იტალიური კლუბის მაისურით ყველა ტურნირში 15-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი