„ნაპოლი“ „შახტიორის“ ნახევარმცველში 35 მილიონს იხდის

0
30

„ნაპოლიმ“ დონეცკის „შახტარს“ ნახევარმცველ გეორგი სუდაკოვის სანაცვლოდ 35 მილიონი  ევრო შესთავაზა, პლუს 5 მილიონი ბონუსის სახით. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
იტალიურმა კლუბმა უარი მიიღო „შახტარის“ ხელმძღვანელებისგან, რომელთაც უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის სანაცვლოდ უფრო მეტი თანხის მიღება სურთ. თავად სუდაკოვი „ნაპოლიში“ გადასვლით დაინტერესებულია და მხარეების შეთანხმებას ელოდება.
22 წლის სუდაკოვი „შახტარში“ 2021 წლიდან გამოდის და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის დეკემბრამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი