იტალიის სერია B-ს ბოლო 38-ე ტურში „სალერნიტანა“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, სტუმრად „ჩიტადელას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. გამარჯვებულებიდან ანგარიში მე-11 წუთზე ჰრუსტიჩმა გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე თავი ნვანკვომ გამოიჩინა. „სალერნიტანამ“ რეგულარუ სეზონში 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 პოზიცია დაიკავა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში ითამაშებს.
გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ გასვლაზე ლიდერ „სასუოლოს“ შეხვდა, რომელიც სერია A-ში დაბრუნდა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი სასტარტოში არ იყო და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო. „ფროზინონე“ 43 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა და ასევე პლეი-აუტში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





