„გაგრამ“ და „კოლხეთმა“ ქულები გაიყვეს

0
12

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტუირს მეორე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც გიორგი ონიანის  გაწვრთნილმა „გაგრამ“ „კოლხეთი“ მიიღო, რომელსაც კახა ჩხეტიანი თავკაცობს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
38-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილი შეტევის მარცხენა ფლანგზე ორ მეტოქეს გაცდა და სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მდგომი ნიკა კაჭარავას თავურის შშემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე ბრაზილიელმა პედრო ბორჟესმა ანგარიში გახსნა – 1:0. 45-ე წუთზე ნიგერიელმა ნახევარმცველმა ტიმ ოლოკო-ობომ დაახლოებით 27-28 მეტრიდან დაარტყა და გაგრელთა მეკარე დემეტრე ბულესკირიამ მხოლოდ თვალი გააყოლა მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გასულ ბურთს – 1:1. აფრიკელმა ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო ფოთელებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან ბექა ხარშილაძე ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა გიორგი ხარებაშვილს და გააძევეს. ხარშილაძე ამ სეზონში მეორე წითელი ბარათი მიიღო. საერთო ჯამში, ფოთელმა ფეხბურთელებმა მიმდინარე გათამაშებაში 4 „წითელი“ მიიღეს – ყველაზე მეტი ვიდრე დანარჩენი გუნდების მოთამაშეებმა.
„გაგრა“ 15 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“ 12 ქულით მეცხრეა.
გაგრა 1:1 კოლხეთი 1913 
ლაშა თაბაგარი