„დილამ“ თელავში დამატებით დროში გაიმარჯვა

0
10

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „თელავმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, საბოლოოდ ქულაც ვერ აიღო.
შეხვედრის მე-2 ქუთზე ფირუზ გაბიტაშვილმა კუთხური ჩააწოდა და განელმა მცველმა ებენეზერ კპოზომ ვარდნაში თავით ანგარიში გახსნა – 1:0. 26-ე წუთზე მალელმა აბუბაქარ კონტემ მასპინძლების ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულებიდ დროს, ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც საბოლოოდ ბურთი შოთა შეყილაძეს მიუვიდა, რომელმაც საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე ირაკლი რუხაძემ გორელთა საჯარიმოში ფირუზ მაგრაქველიძე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჯადული იობაშვილმა გაიტანა.
86-ე წუთზე ლექსო ოთინაშვილმა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, მკერდით პასი გაუკეთა განელ სირილ ედუძის, რომელიც თელაველთა საჯარიმოში გიორგი ტალახაშვილს გაცდა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ედუძი საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და ზუსტი პასი კარის წინ მდგომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ დეო ბასინგას გაუკეთა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა – 3:2.
პორტუგალიელი ნუნუ კოშტას გაწვრთნილი „დილა“ 26 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 11 ქულით ბოლოა.
თელავი 2:3 დილა
ლაშა თაბაგარი