„გაგრამ“ წყალტუბოში მოიგო

0
52

მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იტალიელი როდოლფო ვანოლის დათხოვნის შემდეგ, წყალტუბოს „სამგურალმა“ პირველი თამაში შინ „გაგრასთან“ ჩაატარა და ისევ დამარცხდა.
გუნდი სათამაშოდ გიორგი ნერგაძემ გაიყვანა და სტუმრები უკვე მეორე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც „სამგურალის“ განელმა მცველმა ჯუდ არტურმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 0:1.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გიორგი ცინცაძემ ძალიან კარგი პასი მისცა წყალტუბოელთა საჯარიმოში გიორგი ხარებაშვილს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2. გიორგი ონიანის გაწვრთნილმა „გაგრამ“ 14 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 პოზიციაზეა, ხოლო „სამგურალი“ 12 ქულით მერვეა.
სამგურალი 0:2 გაგრა
ლაშა თაბაგარი