ჩემპიონმა ტურის ცენტრალური მატჩი მოიგო – ბათუმელთა პირველი მარცხი სეზონში

0
11

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმში შედგნენ, სადაც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფმა ადგილობრივმა „დინამომ“ გათამაშების ლიდერ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა.
მატჩის მე-18 წუთზე ლუკა წულუკიძე მეტოქის ნახევარზე თორნიკე ახვლედიან გაექცა და თბილისელთა საჯარიმოში ზუსტი პასი ლიეტუველ ფორვარდ გიტის პაულაუსკასს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:0. შედეგად, „იბერიას“ მეკარის 416-წუთიანი „მშრალი“ სერია ეროვნულ ლიგაში დასრულდა.
22-ე წუთზე ლუკა წულუკიძე შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში და ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია. ამას „იბერიას“ კონტრშეტევა მოჰყვა და იური ტაბატაძემ მარცხენა ფლანგზე სისწრაფეში გურამ ჯაფარიძეს აჯობა, ხოლო საჯარიმოში შესულმა პასი ირაკლი სიხარულიძეს მისცა, რომლის დარტყმული ბურთი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კარის დარაჯ ლუკა ხარატიშვილს ფეხებს შორის გაუძვრა და კარში აღმოჩნდა – 1:1.
სიხარულიძემ საქართველოს ჩემპიონატში 128-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. მეორე ადგილზე ლევან ხომერიკია 140 გოლით, ხოლო პირველზე – ზურაბ იონანიძე 216 გოლით.
31-ე წუთზე „იბერიამ“ ძალიან კარგი შეტევა განავითარა და მარცხენა ფრთიდან გიორგი ჯინჯოლავამა ბათუმელთა სააჯრიმოში ახვლედიანი მოძებნა, რომლის დარტყმის მერე, ხარატიშვილმა თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
38-ე წუთზე „სყანდარტულის“ შესრულების დროს გიზო მამაგეიშვილმა „დინამოს“ საჯარიმოშ ჩააწოდა, სადაც ყველას ტაბატაძემ დაასწრო და თავური დარტყმით სტუმრები დააწინაურა – 1:2. 44-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ლუკა წულუკიძის დარტყმის შემდეგ, ბურთი სურინამელ ნახევარმცველ დორასო კლასს მოხვდა და ალბანელს უერდი მარას მიუვიდა, რომელმაც დაახლოებით 18 მეტრიდან ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
59-ე წუთზე ჯინჯოლავას ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც საჯარიმოში დაუბრკოლებლად შევიდა და ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ ხარატიშვილმა ბურთი მოიგერია. 81-ე წუთზე „იბერიას“ კონტრშეტევის დროს ჯინჯოლავამ დაახლოებით 26-27 მეტრიდან დაარტყა და ბურთი მასპინძლების ტუნისელ მცველს უაჰაბის ფეხზე შეეხო, რის შემდე კარში აღმოჩნდა – 2:3. 86-ე წუთზე უაჰაბიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ დროში გიორგი ტაბატაძე ბათუმელთა ნახევარზე ჯერ გიორგი ფუტკარაძეს გაცდა, ხოლო მარცხნიდან საჯარიმოში შესული უკრაინელ არტემ მილჩენკოსაც გაეცა და დაარტყა, მაგრამ ხარატიშვილმა არ გაატანინა.
ლევანკორღალიძის თავკაცობით მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ ამ სეზონში არ დამარცხებულა და 33 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.  გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ბათუმის „დინამო“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და 24 ქულით მეორე პოზიციაზეა.
დინამო ბთ 2:3 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი