„ტორპედომ“ „დილას“ სტუმრად აჯობა

0
9

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურმა სტარტო გორში აიღო, სადაც პორტუგალიელი ნუნუ კოშტას გაწვრთნილი ადგილობრივი „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე გავიდა, როდესაც „ტორპედოს“ შეტევის დროს მეტოქის ნახევარზე პაატა ღუდუშაური ერთ მეურვეს გაცდა და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გერმანელმა მცველმა მოჰამედ შერიფმა დასწრებაზე ითამაშა და ერთი შეხებით გაიტანა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გერმანელი დირკ შუსტერსი ხელმძღვანელობით ქუთაისელებმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს – 18 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე არიან. „დილა“ მიჯრით მეორე შეხვედრაში დამარცხდა და 23 ქულით მესამე პოზიციაზეა.
დილა 0:1 ტორპედო 
ლაშა თაბაგარი