ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას თქმთ, პარიზში ისტორიის დასაწერად ჩავიდნენ. ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩამდე განაცხადა. ლონდონელებმა პირველი თამაში შინ 0:1 წააგეს.
„ აქ ისტორიის დასაწერად ვართ. ფინალამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება გვაშორებს. მოედანზე ვილაპარაკებთ. პირველი თამაშის ნათლად შედეგი აჩვენებს, თითოეული გუნდის წინაშე რა ამოცანა დგას. ჩვენი ამოცანა კიდევ უფრო გასაგებია. ჩვენ ვიცით რა შეგვიძლია. ტიტულების მოსაგებად საჭირო დროს და ადგილზე უნდა აღმოჩნდე.
ვხედავ, რომ გუნდი იბრძვის და ტანში ჟრუანტელი მივლის. ჩვენ არცთუ ცოტა უპირატესობა გვაქვს. გასულ კვირაში ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო, რომელიც ვერ მოვიგეთ. თუმცა, პარიზში გასამართი მატჩის წინ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ – იუწყება არტეტას ნათქვამს ესპანური მედია.
პსჟ-„არსენალის“ შეხვედრა პარიზის „პარკ დე პრენსზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





