“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ჩემპიონთა ლიგი ნახევარფინალში სტუმრად მილანის “ინტერთან” 3:4 წაგებული მატჩის შემდეგ, მთავარი მსაჯით პოლონელი მარცინიაკის გარჯით უკმაყოფილო დარჩა.
“იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა ფეხბურთელებუთ და მათი თამაშით. მათ რაც შეეძლთ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ რაც არის ესაა, გავვარდით, მაგრამ ვეცდებით მომდევნო სეზონში უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ და კლუბის გულშემატკივრები გავაბედნიეროთ.
“ინტერი” კარგი გუნდია, რომელიც დაცვაში საიმედოდ თამაშობს და მაღალი დონის ფორვარდები ჰყავს. ამ გუნდეს ბურთის “დაჭერა” შეუძლია და მისი ქმედებები ავტომატიზმამდეა აყვანილი.
მსაჯზე ძალიან ბევრი საუბარი არ მსურს, მაგრამ ჩემი აზრით ყველა საკამათო სიტუაციას მეტოქის სასარგებლოდ წყვეტდა. აი, ასე იყო ყველაფერი.
ამ წაგებისგან შესაბამის დასკვნას გავაკეთებთ. ეს განვითარების საკითხია. ჩვენ სწავლის გაგრძელება გვსურს. სავარჯიშოდ არცთუ ბევრი დრო გვაქვს. შწემდეგ სეზონში დავბრუნდებით. იმედგაცრუება გასაგებია, მაგრამ ხუთშაბათს ვარჯიშს განვაახლებთ და კვირას “რეალთან” გასამართი მატჩისთვის მოვემზადებით” – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი
