ლუის ენრიკე: „კვარაცხელიაში ყველაფერია, რაც პსჟ-ს პროექტში შედის“

0
14

ლუის ენრიკეს აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას ყველაფერია აქვს, რასაც პსჟ-ს პროექტი ითვალისწინებს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის „არსენალთან“ დღეს გასამართ საპასუხო მატჩამდე განაცხადა. პსჟ-მ პირველი თამაში სტუმრად 1:0 მოიგო.
„კვარა ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია. მასთან კონტრაქტის გაფორმება ჯერ კიდევ 2023 წელს მსურდა – კლუბში ჩემი მისვლიდან პირველი დღიდან. მასში ყველაფერია, რაც პსჟ-ს პროექტში შედის – ახალგაზრდობა, ბურთთ თამაშის მაღალი დონე, უბურთოდ დაცვაში თამაში და ძალიან ძლიერი ფიზიკური მომზადება. მას ძლიერი ხასიათი აქვს და უკვე გამოცდილია.
ჩემნაირი მწვრთნელის გუნდში ასეთი მენტალიტეის მოთამაშისს ყოფნა დიდი უპირატესობაა. უნდა ვთქვა, რომ მოთამაშეებისთვის რომლებიც ქვეყნებს და კლუბებს იცვლიან, ახალ ვითარებასთან შეგუება იოლი არაა, მაგრამ მან ეს პროცესი კარგად გაიარა. მისი თამაშით ძალიან ვამაყობ. კმაყოფილი ვარ რასას ბურთით და მის გარეშე აკეთებს.
გვარიანად ოფლის ღვრა მოგვიწევს, რადგან ჩვენს მეტოქეს გოლის გატანა სჭირდება. საპასუხო მატჩის მოსაგებად ჩვენი იდეების ერთგული უნდა დავრჩეთ და პირველი თამაშის დონეს მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ.
არტეტა ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს გავიცანი. ის ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ძლიერ პიროვნებად დამამახსოვრდა. იგი საუცხოო მოთამაშე იყო და საუცხოო მწვრთნელი გახდა. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ არა ჩვენთნ შეხვედრაში“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
პსჟ-„არსენალის“ მატჩი პარიზში „პარკ დე პრენსზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი