მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის თქმით, მისმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შინ „ბარსელონასთან“ გასამართ საპასუხო შეხვედრაში შედეგის მისაღწევად დიდებული ფეხბურთი უნდა აჩვენონ.
„კარგად ვიცით მომავალი შეხვედრა რამდენად მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდებულად უნდა ვითამაშოთ ძლიერ გუნდთან, რომელიც საკუთარი თვალი ვიხილეთ. ჩვენ ყურადღებიანი და გონიერად მოთამაშე „ინტერი“ გვჭირდება. ბიჭებს საკუთარი თავის სჯერად, სურთ და დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდებიან.
იამალის წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ? მას ბურთი არ უნდა მივცეთ, რაც შეუძლებელია. მის წინააღმდეგ ორი მოთამაშე უნდა დააყენო და თავისუფალი სივრცე შეუზღუდო. ვეცდებით მას თვალი ყურადღებით ვადევნოთ. მისმა სწრაფმა აზროვნებამ მომხიბლა. მან ყოველთვის იცის მომდევნო ნაბიჯი რა იქნება“ – იუწყება იტალიელის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„ინტერმა“ პირველი თამაში სტუმრად „ბარსელონასთან“ 3:3 დაასრულა, ხოლო საპასუხო შეხვედრა მილანში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





