საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წარუმატებელ სერიას დასასრული არ უჩანს. 34-ე ტურშ ტოსკანელები სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 89-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები მე-7 წუთზე ადლიმ დააწინაურა, ხოლო 25-ე წუთზე მანდრაგორამ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე ფაცინიმ გაიტანა, რომელსაც საჯარიმოში პასი მარჯვენა ფლანგიდან გოგლიჩიძემ გაუკეთა. საბამ სერია A-ში პირველი საგოლე პასი მიითვალა. „ემპოლის“ ჩემპიონატში ზედიზედ 19 თამაშია არ მოუგია (6 ფრე და 13 წაგება) – 25 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა. საბა საზონოვი ტრავმირებულ ფეხს მკურნალობს და ტოსკანელთა განაცხადში არ იყო.
ლაშა თაბაგარი





