გორდეზიანმა „სარაევოს“ მაისურით მეორედ გაიტანა

0
40

ვასილიოს გორდეზიანმა „სარაევოში“ გადასვლის შემდეგ, თავის ანგარიშზე მეორე გოლი ჩაიწერა. ბოსნიის ჩემპიონატის 28-ე ტურში სარაევოელებმა „ჟელეზნიჩარი“ მიიღეს და 2:1 აჯობეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 47-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ის 77-ე წუთზე შეცვალეს. „სარაევოში“ ისევ არ უთამაშია გიორგი გულიაშვილს, რომელიც ტრავმას მკურნალობს. სარაევოელები 57 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი