გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში ლიდერობა დაკარგა. საჩემპიონო ჯგუფის მე-6 ტურში გრაცელები შინ ვენის „აუსტრიასთან“ 0:1 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ მე-5 ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „აუსტრიასთან“ 1:2 წააგო.
გრაცში ჩატარებულ დაპირისპირებას რაც შეეხება, სტუმრებიდან ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე პრელეცმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 66-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სულ მსაჯმა განვლილ შეხვედრაში ფეხბურთელებს 10 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.
„შტურმი“ 33 ქულით 6 გუნდში მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულით „აუსტრია“ პირველია და გრაცელებს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესო შედეგით სჯობს.
ლაშა თაბაგარი
