„საგარეჯო“ გიორგი მიქაძემ ჩაიბარა

0
73

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტ საგარეჯოს „გარეჯს“ გიორგი მიქაძე გაწვრთნის. მან თენგიზ კობიაშვილი შეცვალა, რომელიც კახური კლუბის აკადემიის დირექტორად გადაიყვანეს. მიქაძეს „გარეჯში“ ლევან ყუფარაძე და სერგი ორბელაძე დაეხმარებიან.
45 წლის მიქაძე 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისამდე თბილისის „იბერიას“ წვრთნიდა, რომელსაც საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაგებინა. მანამდე, ის „ზესტაფონს“, მარტვილის „მერანს“, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, „სამტრედიას“, „თელავს“ და „სამგურალს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი