გველესიანის ავტოგოლი ირანში

0
18

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში ავტოგოლი მიითვალა. ირანის ჩემპიონატის 27-ე ტურში „პერსეპოლისი“ შინ „სეპაჰანს“ შეხვდა და 0:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-12 წუთზე, როდესაც სტუმრები 0:1 აგებდნენ, ბურთი თავის კარში გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ირანის ჩემპიონატში ჩატარებულ 24 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო და ზედიზედ მესამედ ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. „პერსეპოლისი“ 51 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი