ნონიკაშვილი სლოვაკეთში ბომბარდირებში გალიდერდა

0
51

ლევან ნონიკაშვილმა „ზლატე მორავცეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის რანგით მეორე დივიზიონში მეორე დუბლი გაიფორმა. 22-ე ტურში „ზლატე მორავცე“ სტუმრად „სამორინს“ შეხვდა და ქართველი ნახევარმცველის წყალობით ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ნონიკაშვილს 29-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მიუვიდა ბურთი, რომელიც ძლიერი დარტყმით შორეულ კუთხეში გაგზავნა – 0:1. 69-ე წუთზე მან უკვე დაახლოებით 18 მეტრიდან გაიტანა – 0:2. ის მე-80 წუთზე შეცვალეს. ნონიკაშვილი 9 გოლით და 3 საგოლე გადაცემით საუკეთესო ბომბარდირებში ლიდერობს. „ზლატე მორავცე“ 46 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების რეალური შანსი აქვს.
ლაშა თაბაგარი